Kuzanov Dent / კუზანოვ დენტი

Medical & Health

კუზანოვ დენტი“ ფართო პროფილის სტომატოლოგიური კლინიკაა.



„კუზანოვ დენტი“ ფართო პროფილის სტომატოლოგიური კლინიკაა. რამდენიმეწლიანმა წარმატებულმა პრაქტიკამ და მკურნალობაში ულტრათანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებამ, დამსახურებულად გაუთქვა სახელი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. კლინიკის პაციენტები ჩვენი მოქალაქეები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები და უცხოელები არიან. რომელთა დიდი ნაწილი საგანებოდ ჩამოდის „კუზანოვ დენტში“ კბილებთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტურად მოსაგვარებლად . კლინიკა სამართლიანად ამაყობს პაციენტთა მაღალი ნდობით და გარანტირებული შედეგებით. კლინიკა დაარსების დღიდანვე მუშაობს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. პაციენტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს უახლესი 3D ტექნოლოგია -CEREC, რომელმაც რეკონსტრუქციულ-ესთეტიკური სტომატოლოგია პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც განსაკუთრებულად კომფორტული გახადა. მისი დამსახურება ისიც, რომ დღეს უკვე საქართველოში მცხოვრებთათვისაც ხელმისაწვდომია, ცნობილი „ჰოლივუდის ღიმილი“-ანუ, ქათქათა, უმაღლესი ხარისხის ფაიფურის კბილები სამ -ოთხ დღეში.
კლინიკაში ფართოდ გამოიყენება ცირკონოკერამიკული გვირგვინები, აგრეთვე უმაღლესი ხარისხის იმპლანტები, რომლებიც, მთელს მსოფლიოში პროტეზის ჩანაცვლების საუკეთესო საშუალებაა.